Accentnews.ge
რუსული სასამართლოები სამხედროებს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის სასჯელის თავიდან აცილებაში ეხმარებიან

რუსული სასამართლოები სამხედროებს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის სასჯელის თავიდან აცილებაში ეხმარებიან

02/03/2023 11:59:03 მსოფლიო

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის სასამართლოებმა მასიურად დაიწყეს სასჯელის აღსრულების გადავადება რუსებისთვის, რომელთაც სხვადასხვა ზომის სასჯელი ჰქონდათ განსაზღვრული. ამისათვის უკრაინაში საბრძოლველად წასვლაზე მსჯავრდებულის თანხმობაა საჭირო,– იუწყება "Вёрстка" მათ შორის მოსკოვის, სარატოვის, პერმის, ამურის სასამართლო ოქმებზე მითითებით.

შესაბამისად, ქურდობის, ჩხუბის, ნარკოტიკების შენახვის, ნასვამ მდგომარეობაში მართვის ან ალიმენტის გადაუხდელობისთვის დაკავებული პირები რეალურად თავისუფლდებიან სასჯელისაგან.

როგორც "Вёрстка"–მ გაარკვია, ხშირ შემთხვევაში მსჯავრდებულებს ჯერ ფრონტზე გზავნიდნენ და რამდენიმე კვირის შემდეგ იღებდნენ აღნიშნული პირები სასჯელის აცილებას. ამგვარი მობილიზებულების ინტერესებს სხდომებზე მათი ახლობლები ან სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები წარმოადგენდნენ.

გარდა ამისა, გამოცემის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლება ეხმარება უკრაინის ომის იმ მონაწილეებს, რომელთაც უკვე მოიხადეს საპატიმრო ვადა, გაექცნენ ახალ სასჯელს.

„უკრაინაში საომრად ჩეჩნეთიდან წასული 2 500–მდე ე.წ. „მოხალისეებს“ შორის, ათობით ადმინისტრაციული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, სასამართლოს საქმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ადგილობრივ ხელისუფლებას არავითარი რეაგირება არ მოუხდენია საცხოვრებელ ადგილზე განსჯილთა არყოფნაზე“,– წერს გამოცემა.

სექტემბერში, როცა მობილიზაცია გამოცხადდა, კანონით აკრძალული იყო დანაშაულებრივი წარსულის მქონე პირთა გაწვევა. თუმცა, უფლებადამცველების თქმით, სამხედრო გაწვევის სამსახურებმა ეს აკრძალვა დაარღვიეს. გარდა ამისა, გასული წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს რუსული კოლონიებში მსჯავრდებულთა გადაბირება, მათ შორის არიან განსაკუთრებით მძიმე დანასაულისთვის მსჯავრდებულები. მსგავს პირებს სასჯელისგან გათავისუფლებას პირდებიან. თუმცა, უფლებადამცველის თქმით, ასევე ფიქსირდება ომში პატიმართა იძულებით გაგზავნის შემხვევები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S