Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არც სააპალაციო სასამართლომ გადაუვადა

მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არც სააპალაციო სასამართლომ გადაუვადა

02/03/2023 10:30:17 პოლიტიკა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააპალაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, სააკაშვილს უარი ეთქვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე. ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ "ტვ პირველის" ეთერში განაცხდა.

მისი თქმით, პროცედურულად მსგავსი გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში არ საჩივრდება და საქმეს თუ მხარე გადაწყვეტს სტასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მან მიხეილ სააკაშვილს უკვე შეატყობინა, მასთან კლინიკა "ვივამედში" ყოფნისას.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი განიხილავდა. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით სხდომას ადვოკატები არ ესწრებოდნენ. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, სააპელაციო სასამართლოში 21 თებერვალს გაასაჩივრა.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“. ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და მას საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S