Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – ბოლო 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 170-ზე მეტი შეტევა

უკრაინის გენშტაბი – ბოლო 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 170-ზე მეტი შეტევა

02/03/2023 05:41:29 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის აღმოსავლეთში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა. სარდლობის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით მოიგერიეს 170-ზე მეტი იერიში. თებერვლის ბოლო დღეებში ეს რიცხვი დაახლოებით 80-100 იყო.

გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის, პოლტავის და დონეცკის ოლქების საოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 14 სარაკეტო იერიში. ბოლო 24 საათში, უკრაინის ტერიტორიაზე იყო 21 საავიაციო დარტყმაც და 58 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და ხარკოვის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.

გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 16 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 1 რაიონი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S