ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
02/03/2023 05:31:25 მსოფლიო
უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის წუხანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ მცირე ,2 ადამიანი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მთლიანად დანგრეულია 5-სართულიანი სახლის ნაწილი.
მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს და კლინიკაში მოათავსეს სახლის 11 მობინადრე. კიდევ 20 გაიყვანეს შენობის იმ ნაწილიდან, რომელიც სრულად დანგრევას გადაურჩა.


