უკრაინის შტაბი – უკრაინის არმიამ რუსეთის თავდასხმები ბახმუტთან და მიმდებარე ორ სოფელთან მოიგერია
01/03/2023 18:44:04 მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსეთის თავდასხმები ბახმუტის მახლობლად, ასევე ქალაქის დასავლეთით მდებარე სოფლების ხრომოვისა და ივანოვსკოეს მახლობლად, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
"მტერი აგრძელებს წინსვლას ბახმუტის მიმართულებით. არ წყვეტს ქალაქ ბახმუტის შტურმს. ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს თავდასხმები დონეცკის რაიონის ბახმუტის, ხრომოვოსა და ივანოვსკოეს დასახლებების ტერიტორიებზე. ასევე ვასიუკოვკა, ჟელეზნიანსკოე, ორეხოვო-ვასილოვკა, ბახმუტი, ივანოვსკოე, ჩასოვ იარი და დონეცკის სხვა დასახლებული პუნქტები მტრის დაბომბვას დაექვემდებარნენ", - აცხადებენ გენშტაბში.
მისი ცნობით, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით, მტერი თავს იცავს, ხოლო ზოგიერთ რაიონში ამაოდ ცდილობს შექმნას პირობები შეტევაზე გადასასვლელად.
დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელნსკიმ განაცხადა, რომ "გრძელდება მწვავე შეტაკებები ბახმუტისთვის".
ბახმუტის ალყაში მოქცევის ძალისხმევაში რუსეთი იყენებს ქვეითი სამხედროების დიდ რაოდენობას, რაც ზრდის ზეწოლას უკრაინის ძალებზე.
"რუსეთი ადამიანებს საერთოდ არ ითვლის და მათ მუდმივად გზავნის ჩვენს პოზიციებზე იერიშებისთვის. ბრძოლის ინტენსივობა მხოლოდ მატულობს", - განაცხადა ზელენსკიმ.


