
შოლცი: "უკრაინის მხარდასაჭერად გერმანია საბრძოლო მასალის წარმოებას გაზრდის"
01/03/2023 18:06:48 მსოფლიო
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერად გერმანია საბრძოლო მასალის წარმოებას გაზრდის.
"ახლა უკრაინის ერთწლიანმა მხარდაჭერამ ასევე მოგვიტანა ცოდნა, რომელიც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ სათადარიგო ნაწილების საკმარისი მარაგი და შევქმნათ სარემონტო საშუალებები იმ შეიარაღებისთვის, რომელიც უკრაინის ომში გამოიყენება", - განაცხადა შოლცმა.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, 24 თებერვლიდან დღემდე ბერლინის მიერ კიევისთვის გაწეულმა დახმარების ოდენობამ 14 მილიარდ ევროს გადააჭარბა.