ISW: "კრემენაიას მახლობლად რუსების შეტევა ჩაიშალა"
01/03/2023 13:11:10 მსოფლიო
"ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის" (ISW) ცნობით, კრემენაიას მახლობლად რუსების შეტევა ჩაიშალა.
"რუსეთის ჯარებმა ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას კრემენაიას რეგიონში, სადაც ისინი წინსვლას ერთდროულად რამდენიმე რეგიონში ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ძალებს ლუჰანსკის ოლქში ჯერ კიდევ აქვთ ინიციატივა, რუსული შეტევითი ოპერაციები ლუჰანსკის ოლქში წარუმატებელი იყო, რაც ადასტურებს ISW-ს წინასწარ შეფასებას, რუსეთის ძალებს ლუჰანსკის ოლქში არ გააჩნიათ საკმარისი რეზერვები შეტევის მასშტაბის ან ინტენსივობის გასაზრდელად", - აცხადებს "ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი".
დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელნსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე, ყველაზე მძიმე ვითარება ბახმუტშია.
ბახმუტის ალყაში მოქცევის ძალისხმევაში რუსეთი იყენებს ქვეითი სამხედროების დიდ რაოდენობას, რაც ზრდის ზეწოლას უკრაინის ძალებზე.
"რუსეთი ადამიანებს საერთოდ არ ითვლის და მათ მუდმივად გზავნის ჩვენს პოზიციებზე იერიშებისთვის. ბრძოლის ინტენსივობა მხოლოდ მატულობს", - განაცხადა ზელენსკიმ.


