Accentnews.ge
კულება: "უკრაინამ პუტინის ზამთრის ტერორი დაამარცხა"

კულება: "უკრაინამ პუტინის ზამთრის ტერორი დაამარცხა"

01/03/2023 13:09:25 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, "უკრაინამ პუტინის ზამთრის ტერორი დაამარცხა".

"2023 წლის 1 მარტს, პუტინმა მეხუთე დიდი მარცხი განიცადა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დღიდან - უკრაინამ [პუტინის] ზამთრის ტერორი დაამარცხა. ჩვენ გადავურჩით უმძიმეს ზამთარს ჩვენს ისტორიაში. სიცივესა და სიბნელეში ვიყავით, მაგრამ ვიყავით დაუმარცხებელი. [რუსეთის] პირველი მარცხი მაშინ იყო, როდესაც შეტევის პირველივე წუთებიდან პუტინს შიშით პარალიზების საშუალება არ მივეცით. მეორე, როდესაც ჩვენ ჩავშალეთ რუსული ბლიცკრიგის გეგმა. უკრაინა არ დაეცა სამ დღეში, შვიდში, თვეში ან წელიწადში და არასოდეს დაეცემა", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინელებმა მესამე მარცხი რუსეთის ფედერაციას დიპლომატიურ ფრონტზე მიაყენეს. როგორც მან აღნიშნა, მეოთხე მარცხი არის რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დაკარგვა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის დანარჩენი თავდაცვის ძალების ეფექტური მოქმედებებისა და კონტრშეტევების შედეგად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S