
პოლონეთი საგადასახადო სისტემაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
01/03/2023 11:30:55 მსოფლიო
პოლონეთი ონლაინ საგადასახადო სისტემაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.
ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, რუსეთი დგას ჰაკერული თავდასხმის უკან, რომელმაც ონლაინ საგადასახადო სისტემაზე მომხმარებლებს წვდომა დაუბლოკა.
პოლონური მხარის ცნობით, ჰაკერული თავდასხმისას გადასახადის გადამხდელთა მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა.