
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერი: "უკრაინელ სამხედროებს ბახმუტიდან გასვლის გადაწყვეტილება არ მიუღიათ"
01/03/2023 11:03:42 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერი სერგი ჩერევატი აცხადებს, რომ უკრაინელ სამხედროებს ბახმუტიდან გასვლის გადაწყვეტილება არ მიუღიათ".
”თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი პერსონალისთვის და ჩვენი ოპერატიული სიტუაციისთვის საფრთხე უფრო დიდია, ვიდრე ტერიტორიის შეკავების აუცილებლობა, ჩვენ ამას (ჯარის გაყვანა) ვაკეთებთ, მაგრამ ამას ვაკეთებთ ორგანიზებულად, პანიკის გარეშე", – განაცხადა მან და დასძინა, რომ "ახლა ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობს".
დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელნსკიმ განაცხადა, რომ "გრძელდება მწვავე შეტაკებები ბახმუტისთვის".
ბახმუტის ალყაში მოქცევის ძალისხმევაში რუსეთი იყენებს ქვეითი სამხედროების დიდ რაოდენობას, რაც ზრდის ზეწოლას უკრაინის ძალებზე.
"რუსეთი ადამიანებს საერთოდ არ ითვლის და მათ მუდმივად გზავნის ჩვენს პოზიციებზე იერიშებისთვის. ბრძოლის ინტენსივობა მხოლოდ მატულობს", - განაცხადა ზელენსკიმ.