Accentnews.ge
საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

01/03/2023 09:37:06 მსოფლიო

საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა 1-3 მარტი გლოვის დღეებად გამოაცხადა. იგი კატასტროფის რაიონში გაემგზავრა.

საბერძნეთს სამძიმარი გამოცხადეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა და თურქეთმა.

ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. ჰოსპიტლებში რჩება 66 დაშავებული, მათგან 6 რეანიმაციაშია. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან კატასტროფის რაიონში, ქალაქ ლარისასთან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.

28 თებერვალს, ღამით, ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს შეეჯახნენ ათენიდან სალონიკისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-მდე ადამიანი იმყოფებოდა და სალონიკიდან ლარისაში მიმავალი სატვირთო მატარებელი. ისინი ერთმანეთის პირისპირ ერთ ლიანდაგზე აღმოჩნდნენ. საბერძნეთის მედიასაშუალებები პოლიციაზე დაყრდნობით წერენ, რომ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბრალი უკვე წაუყენეს სარკინიგზო სადგურის უფროსს.

შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავარდა და ერთს ცეცხლი გაუჩნდა. თესალიის რეგიონის გუბერნატორმა კონსტანტინოს აგორასტოსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორი ვაგონი თითქმის მთლიანად განადგურდა. ცეცხლს 150-მდე მეხანძრე აქრობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში 150 მაშველთან ერთან პოლიციელებიც მონაწილეობენ. 200-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც კატასტროფას გადაურჩნენ და არც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ, სალონიკამდე ავტობუსებით ჩაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S