აშშ-მა ევროპაში "განკითხვის დღის" თვითმფრინავი გაგზავნა
01/03/2023 07:15:06 მსოფლიო
აშშ-მა ევროპაში E-6B Mercury-ის ტიპის თვითმფრინავი გაგზავნა - იუწყება უკრაინული მედია.
მას ასევე უწოდებენ "განკითხვის დღის" თვითმფრინავს.
"აშშ-ს საზღვაო ძალების E-6B Mercury თვითმფრინავი ჩავიდა ისლანდიაში, როდესაც ოპერაციებს ახორციელებდა აშშ-ის ევროპული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში. ეკიპაჟი შეხვდა შეერთებული შტატების ელჩს ისლანდიაში კერინ პატმანს და დიპლომატიური და სამხედრო საზოგადოების სხვა წევრებს", - წერს აშშ-ის ევროპული სარდლობა სოციალურ ქსელში.
თვითმფრინავი აღჭურვილია კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვების მართვის ავტომატური სისტემით.


