Accentnews.ge
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი უკრაინაში ჩავიდა

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი უკრაინაში ჩავიდა

01/03/2023 06:36:47 მსოფლიო

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი უკრაინაში ჩავიდა, რათა შეისწავლოს უკრაინის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმებთან და დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებული გარემოებები.

როგორც Reuters იტყობინება, ამ იერიშებს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ენერგო და წყალმომარაგების სისტემების დაზიანებამ კი პრობლემები შეუქმნა უკრაინის მილიონობით მოსახლეს.

რუსეთი აცხადებს, რომ ლეგიტიმურია დარტყმები, რომლებიც მოწინააღმდეგის დასუსტებას ემსახურება. მაგრამ უკრაინის ხელისუფლების თანახმად, ეს იერიშები მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებას ემსახურება.

კარიმ ხანმა განაცხადა, რომ უნდა გამოავლინონ სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იერიშების მოტივები და დაადგინონ, გამართლებულია თუ არა ამ ობიექტებისთვის ცეცხლის დაშენა.

ჟენევის კონვენციები და მისი დამატებითი ოქმები მეომარ მხარეებს ავალდებულებს, განასხვაონ სამოქალაქო ობიექტები და სამხედრო სამიზნეები. საერთაშორისო სამართალი კრძალავს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას.

Reuters აღნიშნავს, რომ უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების საერთო რაოდენობა 70 ათასს აღემატება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S