FBI-ს დირექტორი: "კორონავირუსმა სავარაუდოდ, ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა"
01/03/2023 05:47:09 მსოფლიო
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის კრისტოფერ ვრეის განცხადებით, ბიუროს მიაჩნია, რომ "კოვიდ-19" სავარაუდოდ, ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ლაბორატორიაში წარმოიშვა.
”FBI-ს შეფასებით, პანდემიის წარმოშობა სავარაუდოდ, პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტია”, - განაცხადა კრისტოფერ ვრეიმ.
მისი თქმით, ჩინეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს გლობალური პანდემიის წყაროს დადგენა.
ჩინეთი ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.


