პუტინმა დაადასტურა, რომ ФСБ–ს უკრაინაში დანაკარგები აქვს
28/02/2023 19:14:51 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა, რომ ФСБ–ს დანაკარგები აქვს. ამის შესახებ მან რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წევრებისადმი სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“ფედერალური უშიშროების სამსახურის ქვედანაყოფები სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი, იქ რთულ, არასტანდარტულ ოპერატიულ ამოცანებს წყვეტდნენ“, - თქვა პუტინმა და განაგრძო “სამწუხაროდ, ჩვენ რიგებში დანაკარგები არის. ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობამ ყველაფერი უნდა ქნას, რომ ჩვენი დაცემული ამხანაგების ოჯახები დამატებითი დახმარებით უზრუნველყოს”.
რუსეთი ღიად არ საუბრობს დანაკარგებზე, თუმცა დასავლური დაზვერვის ცნობით, რუსეთმა დაახლოებით 100 000 სამხედრო დაკარგა უკრაინის წინააღმდეგ ომში. როგორც იუწყებან, რუსულმა არმიამ დიდი დანაკარგი მიიღო, მათ შორის, ბახმუტისთვის მრავალთვიან ბრძოლაში, სადაც არ წყვეტს შეტევით ღონისძიებებს.


