Accentnews.ge
მურმანსკთან რუსული მი-8 ჩამოვარდა

მურმანსკთან რუსული მი-8 ჩამოვარდა

28/02/2023 13:28:55 მსოფლიო

მურმანსკთან ვერტმფრენი Mi-8 ჩამოვარდა, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით TASS-სთან რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში დაუზუსტეს, რომ ცხრა იყო.

"ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მივიდნენ. დაღუპულები არ არიან, მგზავრები თოვლმავლებით სოფელ ლოვოზეროში გადაჰყავთ", - განაცხადეს უწყებაში.

იუწყებიან, რომ ვერტმფრენი სამოქალაქო რეისს ასრულებდა. კატასტროფის სავარაუდო ვერსიებად სახელდება პილოტის შეცდომა და ტექნიკის გაუმართაობა.

27 ნოემბერს ვერტმფრენი Robinson R66 ჩამოვარდა ტვერის რაიონის სოფელ ვიაზოვეცის მინდორში. შემდეგ ორი ადამიანი დაიღუპა. ავარიის მიზეზებს შორის ტექნიკური გაუმართაობა და პილოტის შეცდომა განიხილებოდა.

8 ნოემბერს Mi-2 ჩამოვარდა. ის სოკერკინოს აეროპორტიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით დაჯდომისას დაეცა. ბორტზე პაციენტი და მისი თანმხლები ექიმები იმყოფებოდნენ. ავარიის შედეგად პაციენტი დაიღუპა, ექიმები და პილოტი დაშავდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S