Accentnews.ge
რუსული რადიო და ტელეარხებით გავრცელდა შეტყობინება საჰაერო განგაშის შესახებ

რუსული რადიო და ტელეარხებით გავრცელდა შეტყობინება საჰაერო განგაშის შესახებ

28/02/2023 09:26:34 მსოფლიო

რუსეთის რამდენიმე რეგიონში ზოგიერთი რადიო და ტელეარხის ეთერით გადაიცა გაფრთხილება საჰაერო განგაშის შესახებ.

გამოცემა „ნოვაია გაზეტა-ევროპას" ინფორმაციით, გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის გამო თავშესაფრებში გადასვლის შესახებ გავრცელდა მოსკოვის, ლენინგრადის, ბელგოროდის, სვერდლოვსკის და ვორონეჟის ოლქებში.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა და რადიო და ტელეარხების ეთერით გასული ინფორმაცია ტყუილია. 22 თებერვლის შემდეგ, ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S