პეტერბურგის თავზე ცა სასწრაფოდ ჩაკეტეს, აფრინდნენ გამანადგურებლები – მედია
28/02/2023 09:01:57 მსოფლიო
პულკოვოს რაიონში, პეტერბურგის თავზე ცა დაკეტილია უცნობი ობიექტის გამო, – იტყობინება რუსული სახელმწიფო მედიარესურსი „რია ნოვოსტი“ ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით.
მედია წერს, რომ პედერბურგის აეროპორტმა დროებით შეწყვიტა თვითმფრინავების მომსახურება
"Фонтанка"-ს ცნობით, სანკტ-პეტერბურგიდან 160-200 კმ-ზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნეს. ქალაქის ხელისუფლებამ „კარპეტის“ გეგმა შემოიღო, საჰაერო სივრცე 13:00 საათამდე დაიკეტება. ამასთან, როგორც გამოცემა იუწყება, პეტერბურგის ცაში გამანადგურებლები აფრინდნენ.
ტელეარხ "112"–ის დაუდასტურებელი მონაცემებით, სანქტ-პეტერბურგის საზღვრებთან ნანახი ამოუცნობი ობიექტი დიდ დრონს ჰგავს. ობიექტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
პულკოვოს მგზავრები აცხადებენ, რომ ისინი ჩამოყარეს ასაფრენად მომზადებული თვითმფრინავებიდან.
TASS იუწყება, რომ რამდენიმე თვითმფრინავი, რომლებიც სანქტ-პეტერბურგში გაფრინდნენ, ვნუკოვოში ბრუნდებიან. გარდა ამისა, სანქტ-პეტერბურგიდან მოსკოვის, სოჭის, ნიჟნი ნოვგოროდის, კალინინგრადის, კიროვსკის მიმართულებით რეისები შეფერხდება.
ტელეგრამ– არხი "ბაზა" „კარპეტის“ გეგმის შემოღების შესახებ წერს, რომ ის დღის წესრიგში დგება საზღვრის უკანონო გადაკვეთისას, ასევე საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტების გამოჩენისას. გეგის მიხედვით, ყველა თვითმფრინავი მის დიაპაზონში დაუყოვნებლივ უნდა დაეშვას ან დატოვოს ტერიტორია.
ამასთან, პეტერბურგის მთავრობა იტყობინება, რომ პულკოვოს აეროპორტი და მისი სერვისები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ფრენების შეფერხება 12:00 საათამდეა გამოცხადებული.


