Accentnews.ge
იაპონიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

იაპონიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

28/02/2023 05:59:44 მსოფლიო

იაპონიის ხელისუფლებამ რუსეთის 39 მოქალაქეს, 73 ორგანიზაციას, რუსულ ბანკს და უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ 9 პირს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული რუსეთის ანექსიის მცდელობაში, სანქციების დაუწესა.

კერძოდ, სანქცირებული რუსების სიაში მოხვდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი, კონცერნ „კალაშნიკოვის“ ხელმძღვანელი ალან ლუშნიკოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წევრები, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

გარდა ამისა, იაპონიის მთავრობამ სანქციები დაუწესა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, „როსბანკს“, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებსა და სხვა ორგანიზაციებს.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ორგანიზაციების აქტივები, აღმოჩენის შემთხვევაში, გაიყინება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S