ზელენსკი: "უკრაინა ცის სრულად დაცვას მაშინ შეძლებს, როცა პარტნიორებთან საავიაციო ტაბუ გაუქმდება"
28/02/2023 05:57:59 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის წინააღმდეგ "დრონების" გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინა ცის დაცვას სრულად მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ გაუქმდება.
"ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის საავიაციო კომპონენტი - თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები, რათა რუსული ტერორისგან ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შევძლოთ. საჰაერო თავდაცვა სრულფასოვანია მხოლოდ მაში, როცა მას უზრუნველყოფს თანამედროვე ავიაციაც. ჩვენი მფრინავები ჩვენს მეზენიტეებთან, ყველა მეომართან და საჰაერო თავდაცვის ძალების ყველა სპეციალისტთან ერთად უკვე აკეთებენ დიდ საქმეს, თუმცა ცის მთლიანად დაცვას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც გაუქმდება ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ", – განაცხადა ზელენსკიმ.


