აშშ-ის ფინანსთა მინისტრი კიევს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია
27/02/2023 19:18:35 მსოფლიო
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენიკიევს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია. იგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
"უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა - დემოკრატიის, თვითგამორკვევის უფლების, და მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდამჭერი საერთაშორისო წესრიგის ღირებულებებისთვის", - განაცხადა იელენმა.
როგორც იელენმა ზელენსკის უთხრა, აშშ ამაყობს, რომ უკრაინის უდიდესი პირდაპირი დონორია.
"როგორც თქვენც თქვით, ჩვენი მხარდაჭერა არ არის 'ქველმოქმედება'. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში" - თქვა იელენმა.
აშშ-მა უკრაინას ამ დრომდე გამოუყო 50 მილიარდამდე დოლარის ოდენობის დახმარება - მათ შორის 14 მილიარდი ეკონომიკის დასახმარებლად, თქვა იელენმა. მისი თქმით, შემდეგ თვეებში აშშ უკრაინის ეკონომიკას კიდევ 8 მილიარდი დოლარით დაეხმარება.


