Accentnews.ge
"თურქეთი მოლაპარაკებას შვედეთთან და ფინეთთან 9 მარტს განაახლებს"

"თურქეთი მოლაპარაკებას შვედეთთან და ფინეთთან 9 მარტს განაახლებს"

27/02/2023 17:50:33 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, მისი ქვეყანა 9 მარტს განაახლებს მოლაპარაკებას შვედეთთან და ფინეთთან, ჩრდილოეთ ევროპის ამ ორი სახელმწიფოს ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე, თუმცა მინისტრი დასძენს, რომ შვედეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია შარშან გაფორმებული მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები.

თურქეთმა მოლაპარაკება იანვარში მას შემდეგ გააუქმა, რაც დანიელმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოს შენობის წინ ყურანის ასლი დაწვა.

ნატო–ში გაწევრიანების განაცხადები შვედეთმა და ფინეთმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიტანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S