ხვალ ლუკაშენკო პეკინს ეწვევა
27/02/2023 17:02:06 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 28 თებერვალს პეკინს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ლუკაშენკო ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება.
შეგახსენებთ, აშშ-ის ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ პეკინი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის გაგზავნის საკითხს განიხილავს.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის უილიამ ბერნსის განცხადებით, შეერთებული შტატები „დარწმუნებულია“, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაგზავნას განიხილავს, მაგრამ CIA-ის ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალურ პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.


