უკრაინის საზღვაო ძალები – "უკრაინის შავი ზღვის ტერიტორიის მესამედს ვფლობთ, სადაც რუსული გემები განადგურების შიშით არ შედიან"
27/02/2023 13:49:21 მსოფლიო
უკრაინის საზღვაო ძალების სარდლის, ვიცე-ადმირალ ოლექსი ნეიჟაპას განცხადებით, დღეს "უკრაინის შავი ზღვის 25 ათასი კვადრატული კილომეტრი ნაცრისფერი ზონაა, სადაც რუსული გემები განადგურების შიშით არ შედიან".
ნეიჟაპას თქმით, ეს ტერიტორია იგივეა, რაც ოდესისა და ხარკოვის ოლქების ერთად აღებული ტერიტორია.
"რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოსევის პირველ დღეებში, ოდესის მახლობლად, ზღვაში, ჩვენ რუსი დამპყრობლები შეუიარაღებელი თვალით ვნახეთ, ახლა ისინი აღარ უახლოვდებიან ჩვენს მიერ კონტროლირებად ნაპირებს", - აცხადებს ნეიჟაპა.
მთლიანობაში, მისივე თქმით, უკრაინა შავ ზღვაში 70 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტს ფლობს.


