ევროკავშირმა ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
27/02/2023 12:39:29 მსოფლიო
ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მომდევნო წლის თებერვლამდე გაახანგრძლივა.
"ბელარუსში არსებული სიტუაციის სიმძიმისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის უკანონო აგრესიაში ბელარუსის ჩართვის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია გაერთიანების მიერ მიღებული ყველა ზომა ძალაში იყო. გადაწყვეტილება უნდა გაგრძელდეს 2024 წლის 28 თებერვლამდე", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
საერთო ჯამში, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები 243 ფიზიკურ პირს შეეხო, მათ შორის ლუკაშენკოს. ასევე, სანქციები დაუწესდა 42 იურიდიულ პირს. შეზღუდვები მოიცავს აქტივების გაყინვას, ფიზიკური პირებისთვის კი ევროპაში შესვლის აკრძალვას.


