
ქობულეთში, ზღვაში 22 თებერვალს დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს
27/02/2023 12:12:38 საზოგადოება
ქობულეთში, ზღვაში დაკარგული გოგოს ცხედარი იპოვეს. იგი 22 თებერვალს გაუჩინარდა.
TV 25-ის ინფორმაციით, ქალი ბელარუსის მოქალაქე იყო და იგი ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა.
არსებული ინფორმაციით, 35 წლის ქალი, მეგობართან ერთად ზღვაში შევიდა, უკან გამოსვლა კი ვერ შეძლო. მასთან ერთად მყოფი მეორე პირი ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.