Accentnews.ge
თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

27/02/2023 11:19:03 მსოფლიო

დღეს თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სამხრეთ თურქეთი, მალათიის პროვინციის ქალაქი იყო. მერმა განაცხადა, რომ ჩამოინგრა რამდენიმე შენობა. არსებული ცნობით, შენობის ნანგრევებში მამა-შვილი მოყვა.

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რაოდენობა 44 374-მდე გაიზარდა. ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში 10 000-მდე მომყოლი ბიძგი აღრიცხეს.

სტიქიის შედეგად დაზარალებული მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი კარვებში, საკონტეინერო ქალაქებსა და საზოგადოებრივ საოჯახო სასტუმროებში ცხოვრობს, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი კი სტიქიის ზონის გარეთ არის ევაკუირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S