Accentnews.ge
რუსეთში, პენზის ოლქის გუბერნატორმა ბაიდენსა და მის ოჯახს რეგიონში შესვლა აუკრძალა

რუსეთში, პენზის ოლქის გუბერნატორმა ბაიდენსა და მის ოჯახს რეგიონში შესვლა აუკრძალა

27/02/2023 09:44:42 მსოფლიო

პენზის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მისი ოჯახის წევრებს, რეგიონში შესვლა აეკრძალათ. განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც პარასკევს აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში თავადაც მოხვდა.

სანქციები რუსეთის რეგიონების 45 ხელმძღვანელს შეეხო. გუბერნატორის მტკიცებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ.

"მეტიც, ვერ ვიტყვი, რომ გაკვირვებული ვარ ჩემ წინააღმდეგ სანქციებით. [...] მე გავეცი ბრძანება, აეკრძალოთ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მისი ოჯახის წევრებს პენზის რეგიონის ტერიტორიაზე შესვლა. ჩვენი რეგიონი არ მიესალმება თავის ტერიტორიაზე იმ ადამიანებს, რომლებსაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სისხლი აქვთ ხელზე, რომლებიც საკუთარ თავს რუსეთისა და მისი მოსახლეობის პირდაპირ შეურაცხყოფის უფლებას აძლევენ. ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ხალხი", - განაცხადა გუბერნატორმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S