Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი - დღევანდელი თავდასხმისთვის რუსეთმა 14 "დრონი" გამოიყენა, საიდანაც 11 გავანადგურეთ

უკრაინის გენშტაბი - დღევანდელი თავდასხმისთვის რუსეთმა 14 "დრონი" გამოიყენა, საიდანაც 11 გავანადგურეთ

27/02/2023 06:47:02 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენეს 14 უპილოტო საფრენი აპარატი (Shahed). გენშტაბის მონაცემებით, 14-დან 11 "დრონი" უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

"დრონებით" თავდასხმის გამო უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე შუაღამიდან გამოცხადებული საჰაერო განგაში დაახლოებით ხუთ საათს, ადგილობრივი დროით 04:45 საათამდე გაგრძელდა. უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უმრავლესობა - 9 "დრონი" დედაქალაქის საჰაერო სივრცეში გაანადგურეს.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების და მედიასაშუალებების ინფორმაციით, აფეთქებები იყო დედაქალაქ კიევში და კიევის, ხმელნიცკის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის და სხვა ოლქებში. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S