Accentnews.ge
აშშ: „ყირიმი უკრაინას ეკუთვნის!“

აშშ: „ყირიმი უკრაინას ეკუთვნის!“

27/02/2023 06:24:27 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ცხრაწლიანი ანექსია იყო საერთაშორისო სამართლის და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევა.

„აშშ მიესალმება უკრაინული ყირიმის პლატფორმის ძალისხმევას, მიაპყროს გლობალური ყურადღება რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე“, - ნათქვამია პრაისის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

“შეერთებული შტატები არ აღიარებს და არც არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიას. ყირიმი უკრაინაა“.

ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის ჯეიკ სალივანის თქმით, უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ითვლება გამარჯვებად ან მისაღებ დიპლომატიურ შედეგად, თუნდაც სამშვიდობო მოლაპარაკებები არ იყოს.

”ეს უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს”, - თქვა სალივანმა ანაგრძო, „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო... უკრაინის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიღებულიყო. და ამიტომ, ეს არ არის შეერთებული შტატები, რომელმაც უნდა განსაზღვროს უკრაინის გამარჯვება. შეერთებულმა შტატებმა უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას ბრძოლის ველზე, რათა მან შეძლოს გამარჯვების მიღწევა, რომელზეც თავად ჩამოყალიბდება“.

ამასთან, სალივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას „თქვა, რომ საბოლოოდ ჩვენ მოგვიწევს ამ კონფლიქტის დიპლომატიურ ფაზაზე გადასვლა“.

”უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, დაიბრუნოს სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიები, სადაც ისინი ახლა არიან კონცენტრირებული და ჩვენ უნდა მივცეთ მათ ის, რაც სჭირდებათ, რათა ეს შეძლონ”, - დაასკვნა სალივანმა.

”ყირიმის თემა ის კითხვა, რომელთაცა ჩვენ შემდეგ მივალთ”, - თქვა მან და დასძინა, „ახლაგვჭირდება ფოკუსირება მოკლევადიან პერსპექტივაზე, რადგან უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად, რათა დავეხმაროთ მათ, დაბრუნონ კონტაქტის ხაზის მეორე მხარეს მდებარე ტერიტორია, რომელიც ახლა ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ“.

24 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას ყირიმის დეოკუპაციის ვადების შესახებ და თქვა, რომ "ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S