იტალიაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა
27/02/2023 05:58:38 მსოფლიო
იტალიაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა. ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის არის ჩვილიც.
ბორტზე 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ნავი კალაბრიის რეგიონში, ქალაქ კროტონესთან მახლობლად დაიშალა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ნავი უამინდობის დროს კლდეს შეეჯახა.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ადამიანი ამ დრომდე იძებნება. სანაპირო დაცვის სამსახურმა 80 მიგრანტის გადარჩენა შეძლო.
ნავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თურქეთიდან გავიდა, ავღანეთის, პაკისტანის, სომალისა და ირანის მოქალაქეები გადაჰყავდა. ერთი გადარჩენილი მიგრანტი ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს.


