
ზელენსკიმ უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა
27/02/2023 05:52:43 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა გაერთიანებული ძალების მეთაური - გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი.
განკარგულება 26 თებერვლით თარიღდება. მოსკალევი თანამდებობაზე გასული წლის მარტში დანიშნეს. დამატებითი განმარტებები, თუ რა გახდა გათავისუფლების მიზეზი, არ გაკეთებულა.
ეს არის ბოლო თანამდებობის ცვლილება მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ ჩაატარა ანტიკორუფციული მოკვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით და გაათავისუფლა არაერთი პირი თანამდებობიდან. უკავშირდება თუ არა მოსკალოვის გათავისუფლება ბოლოდროინდელ კორუფციულ წმენდას ჯერ–ჯერობით უცნობია.