Accentnews.ge
საუდის არაბეთი უკრაინას 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს

საუდის არაბეთი უკრაინას 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს

27/02/2023 05:51:43 მსოფლიო

საუდის არაბეთი უკრაინას 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ომში მყოფ ქვეყანაში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდი ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის შემდეგ ისტორიაში პირველად განხორციელდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი წერს, რომ შეხვედრაზე ხელი ორ დოკუმენტს მოეწერა და საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება, საიდანაც 100 მლნ ჰუმანიტარულ დახმარებას, 300 კი ნავთობპროდუქტებს მოხმარდება.

საუდის არაბეთის პრინცს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობის, ასევე მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S