რა შეიარაღება გაუგზავნა გერმანიამ უკრაინას
27/02/2023 05:40:02 მსოფლიო
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა.
ქვეყნის მთავრობის ვებ–გვერდზე სამხედრო დახმარების სრული სია გამოქვეყნდა. ახალი პაკეტი მოიცავს Biber-ის ტიპის 6 ერთეულ ხიდის გამდებ ტანკს, პირველადი სამედიცინო დახმარების 20 000 კომპლექტს, 8 ერთეულ Zetros სატვირთო მანქანას და ზამთრის შენიღბვის 10 ბადეს.
ამასთან, მთავრობა აღნიშნავს, რომ ის უკრაინის არმიისთვის GEPARD-ის 300 000 ვაზნის გადაცემას გეგმავს. უსაფრთხოების მიზნით, ტრანსპორტირების მეთოდებისა და თარიღების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.


