Accentnews.ge
უკრაინამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

27/02/2023 05:35:10 მსოფლიო

უკრაინამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

სანქციები სამ სფეროში დაწესდა და ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესაბამისი განკარგულებები მის ოფოციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

პირველი განკარგულება ეხება სანქციებს რუსული სპორტული ინდუსტრიის ოთხი წარმომადგენლის - სპორტსმენისა და ოლიმპიური ჩემპიონის ელენა ისიმბაევას, მოცურავისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრ ალექსანდრე პოპოვის, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ვიტალი სმირნოვის და რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შამილ ტარპიშჩევის წინააღმდეგ.

მეორე გადაწყვეტილება 109 ფიზიკური და 7 იურიდიულ პირის დასანქცირებას გულსხმობს. მათ შორისაა საქველმოქმედო ფონდი „გოლფსტრიმი“, ორგანიზაცია „რუსეთის წითელი ჯვარი“, ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „სახლი დედებისთვის“ და სხვა.

სანქციების მესამე სიაში შედის 164 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ქმედებებში არიან ჩართული. სანქციების სიაში მოხვდნენ „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ორი შვილი - პოლინა და ვერონიკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S