Accentnews.ge
აშშ, გერმანია და პოლონეთი ერთობლივი წვრთნების გამართვას არ გამორიცხავენ

აშშ, გერმანია და პოლონეთი ერთობლივი წვრთნების გამართვას არ გამორიცხავენ

27/02/2023 05:24:37 მსოფლიო

ვაშინგტონი ბერლინთან და ვარშავასთან ერთობლივი სამხედრო სწავლების პოლონეთში ჩატარების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი ამჟამად "განხილვის პროცესშია".

ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაში სამხედრო მანევრების ჩატარება ძალიან მკაფიო სიგნალს გაუგზავნის ნატო-ს მოკავშირეებს ისევე, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

"ნატო ახლა ბევრად ძლიერი და ერთიანია, ვიდრე უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყო. თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, როგორიცაა პოლონეთი, ბალტიისპირეთი, სლოვაკეთი და სხვა, მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ გერმანია, როგორც ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული წევრი და შეერთებული შტატები, როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორი, ასრულებენ თავდაცვით ვალდებულებებს“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S