Accentnews.ge
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 3 ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 3 ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

06/11/2019 07:14:53 სხვა, რეგიონები, რეკლამა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე 3 სახიდე გადასასვლელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ. ბიდარაზე მდებარე სახიდე გადასასვლელს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. არსებული ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტის ფარგლებში, ხიდის სრული რეკონსტრუქცია განხორციელდა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2.5 მილიონი ლარი შეადგინა.

აღნიშნულ გზაზე რეაბილიტაცია ჩაუტრადაკიდევ 2 ხიდს: მდინარე ქისტურაზე არსებულ ხიდს, რომლის ღირებულება  795 000 ლარია და მდინარე თერგზე არსებულ ხიდს, სადაც სამუშაოების ღირებულება 2 492 051 ლარს შეადგენს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე არსებულ ხიდებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S