
"იმის გამო, რომ ვიღაცებს რაღაცებს არ ვუსმენთ გამოდიან ევროპარლამენტში და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას, შენ რომ უგუნურ კანონს მიიღებ, შემდეგ აღარ უნდა გიკვირდეს, რომ ვიღაცები შეიძლება, აგენტებად მონათლონ"
26/02/2023 14:04:45 საზოგადოება
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტი საქართველოს წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებებს, რადგან „ვიღაცებს რაღაცებს არ ვუსმენთ“.
"დღევანდელ მსოფლიოში ყველა ყველასთან ცდება. საქართველოს ამბავი ავიღოთ: იმის გამო, რომ ვიღაცებს რაღაცებს არ ვუსმენთ გამოდიან ევროპარლამენტში და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას. სულ არ მაინტერესებს პოლიტიკური პარტიები, მე ვხედავ, რომ გამყიდეს, აგრესორ რუსეთზე, გადამაგდეს. გვკითხეს ქართველ ერს, რა გვჭირდება და რა - არა? შენ, რომ უგუნურ კანონს მიიღებ, უგუნური განზრახვა, რომ გექნება შემდეგ ჩვენგანაც წამოვა შესაბამისი რაღაც და შემდეგ აღარ უნდა გიკვირდეს, რომ ვიღაცები შეიძლება აგენტებად მონათლონ, ეს ხომ შენი უგუნური გადაწყვეტილების საპასუხო რეაქციაა. ცოდოები არ არიან, ვინც აგენტების ნუსხაში მოხვდებიან?! ეს ადამიანები არიან ძირითადად, ვინც გარეთ გადიან და სხვაგან ჩივიან - ძველად რუსეთში, რომ გვიჩიოდნენ, მანამდე ირანში, თურქეთში, მონღოლეთში და ა.შ. დაივიწყეს ქართველობა და იმ მონობიდან ვერ გამოვიდნენ, რაც მაშინ იყო. ჩვენი ერი მაინც თავისუფალ ერად დარჩა. დაპყრობილი ვიყავით ხშირად, მაგრამ ჩვენი ჭეშმარიტება ვერავინ ვერ გააქრო. ვუსურვებ ყველას, რომ ეგეთი უგუნური გადაწყვეტილება არ მიეღოთ, რადგან საპასუხოს მიიღებენ. ჩვენ გვინდა ისეთ საზოგადოებასთან ცხოვრება, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლება. ერებმა პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს. ქართველებთან ბრძოლაში ვერავინ ვერ გაიმარჯვებს. ღმერთი ყოველთვის დაგვიფარავს. უგუნურებს ხან გონივრულად მოექცევი, ხან შეიძლება შენც უგუნური გახდე და უგუნურად მოექცე და არ გაუკვირდეთ“, - განაცხადა მეუფემ.