Accentnews.ge
იტალიაში მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

იტალიაში მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

26/02/2023 13:59:37 მსოფლიო

იტალიაში, მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-მდე ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

გემი, რომელზეც ასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, კალაბრიის რეგიონის ქალაქ კროტონეს მახლობლად სავარაუდოდ, კლდეებს შეეჯახა.

ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ზღვაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ საიდან აიღო გეზი გემმა, თუმცა იტალიური სააგენტოები იუწყებიან, რომ მგზავრების უმეტესობა ირანიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან იყვნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S