Accentnews.ge
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა

26/02/2023 10:12:47 მსოფლიო

ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეათე პაკეტი, რომელიც ორმაგი გამოყენების საქონლის ტრანზიტის აკრძალვას მოიცავს.

ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ახალი სანქციები ვრცელდება 121 ადამიანსა და ორგანიზაციაზე, ხოლო დაწესებული შეზღუდვები გავლენას მოახდენს რუსეთიდან იმპორტსა და ექსპორტზე, ასევე რუსული პროპაგანდისტული მედიის მუშაობაზე.

„ჩვენ კვლავინდებურებად ერთსულოვანი ვართ ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებაში, რომ მივაყენოთ ზიანი რუსეთის მანქანას. სანქციები ასევე დაწესდა მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დეპორტაციაზე და მინიმუმ 6000 უკრაინელი ბავშვის იძულებით გაშვილებაზე. ეს არის საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ჟენევის კონვენციის აშკარა დარღვევა“, - განაცხადა ბორელმა.

ახალი პაკეტი, კერძოდ, მოიცავს სანქციებს 96 ორგანიზაციის წინააღმდეგ. შეზღუდვები შეეხო, მათ შორის, ირანის შვიდ საწარმოს, რომლების მიერ გამოშვებული უპილოტო თვითმფრინავებიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენა;

სანქციების სიაშია ასევე ტელეარხების RTArabic-ისა და Sputnik Arabic-ის მაუწყებლობისა და გავრცელების შეზღუდვა, რომლებიც კონტროლდება რუსეთის მიერ და „უკრაინის მხარდაჭერის ძირის გამოთხრის მიზნით გამოიყენება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S