
"როცა საქმე საქართველოს ეხება, დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთიანები ვართ"
06/11/2019 07:04:38 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
"რესპუბლიკელები და დემოკრატები ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ჩვენ ერთიანები ვართ", – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერი ბათუმში განუცხადა, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.
„ჩვენ ცოტა ხნის წინ დავამტკიცეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს ჩემი ინიციატივა იყო. არსებობს დიდი შანსი, რომ მას სენატშიც დაუჭერენ მხარს და თეთრ სახლშიც. ძალიან გახარებულები ვართ. ეს აქტი ხაზს უსვამს რომ აშშ-ი არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. ასევე, საქართველოსა და მისი ხალხის თავისუფლებას, თავად აირჩიონ მთავრობა და დაასრულონ ოკუპაცია. ეს არის შესაძლებლობა, დაწესდეს სანქციები იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩართულია ოკუპაციაში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტი არის ორპარტიული – რესპუბლიკელები და დემოკრატები ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საქართველოს და სხვა საგარეო საკითხებს, ჩვენ ერთიანები ვართ“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) რიგით მე-13 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს.