Accentnews.ge
WSJ - რას სთავაზობენ გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინას ომის დასრულების შემდეგ

WSJ - რას სთავაზობენ გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინას ომის დასრულების შემდეგ

26/02/2023 10:03:07 მსოფლიო

ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი შეთანხმდნენ, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინას ნატო-ს შეიარაღებაზე ფართო წვდომა მიეცეს, – იუწყება The Wall Street Journal სამი ქვეყნის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

მათი ცნობით, ამ დაპირებამ კიევს მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ უნდა უბიძგოს.

ანონიმური წყაროების თქმით, გასულ კვირას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა შესთავაზა უკრაინასა და ნატო–ს შორის შეთანხმების გეგმა, რომლის მიხედვით, უკრაინას ომის დასრულების შემდეგ შეეძლება, მიიღოს მოწინავე იარაღი, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა.

„არსებობს ტენდენცია, როდესაც რუსეთის მიერ დაწყებული ომები იყინება და შემდეგ ლღვება, ამიტომ უკრაინას ჩვენი მხრიდან დამატებითი გარანტიები სჭირდება", - განმარტა ბრიტანულმა წყარომ.

როგორც წყაროები ამბობენ, საფრანგეთმა და გერმანიამ მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის ინიციატივას. მათი ცნობით, სამი ქვეყნის მთავრობები შეთანხმებას ხედავენ, როგორც უკრაინის თავდაჯერებულობის ამაღლების საშუალებას, რას მას მისცემს სტიმულს, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან.

შეთანხმების კიდევ ერთი მიზანი კრემლის გეგმების შეცვლაა. კერძოდ, ბრიტანელი წყაროს განცხადებით, თუ რუსეთი დაინახავს, რომ დასავლეთი მზად არის გაზარდოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მოცულობა, ამან შესაძლოა, კრემლი დაარწმუნოს, რომ ვერ მიაღწევს სამხედრო მიზნებს.

WSJ-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როდის და რა პირობებში დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები, მხოლოდ უკრაინაზეა დამოკიდებული.

2022 წლის ოქტომბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად კიევი რუსეთთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს მანამ, სანამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S