კვლევა – უკრაინელების 90% რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის მომხრეა
25/02/2023 08:59:27 მსოფლიო
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, უკრაინელების 90% დარწმუნებულია აუცილებლობაში, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიასაც დაარტყას.
კვლევით შედეგების თანახმად, ამ იდეის მომხრეთა 38%-სთვის დარტყმა დასაშვებია მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, ხოლო 39%, სამხედრო ინფრასტრუქტურის გარდა, დასაშვებად თვლის შეტევას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზეც.
გამოკითხულთა კიდევ 13% მომხრეა, რომ უკრაინის არმიამ შეუტიოს რუსეთის მთელ ტერიტორიას და, მათ შორის - მოსახლეობასაც, როგორც ამას რუსეთი აკეთებს უკრაინაში. რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისგან თავის შეკავების მომხრეა გამოკითხულთა 7%. პასუხისგან თავი შეიკავა 3%-მა.
საზოგადოებრივი კვლევა 2023 წლის 14-22 თებერვალს ჩატარდა. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის ცნობით, კვლევაში არ მონაწილეობდნენ რესპონდენტები ყირიმიდან და ასევე ლტოლვილები, რომლებმაც უკრაინა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დატოვეს.


