Accentnews.ge
თბილისში უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

თბილისში უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

24/02/2023 15:46:38 საზოგადოება

ამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობასთან უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

აქციის „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ მონაწილეების დიდი ნაწილი უკვე იმყოფება პარლამენტის წინ. იქ მოწყობილი სცენიდან დაიწყო სიტყვით გამოსვლები, გაიჟღერა უკრაინის ჰიმნმა. დემონსტრანტებს მიმართა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

დემონსტრაციის ორგანიზატორები არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, სტუდენტები, აქტივისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე მივიდნენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც დევნილად იქცნენ რუსეთის აგრესიის გამო. აქციაზე იმყოფებიან რუსეთის მოქალაქეებიც. მათ სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშა გაშალეს. დღეს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. ომს უკვე ემსხვერპლა უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა.

უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

უკრაინა და რუსეთი არ ასახელებენ დაღუპული სამხედრო პირების რაოდენობას. დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკლული და დაჭრილია 200 000-მდე რუსი სამხედრო. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S