უკრაინაში რუსეთის დანაკარგებმა გადააჭარბა ავღანეთის 9–წლიან ომში მიღებულ ზარალს
24/02/2023 16:27:31 მსოფლიო
უკრაინაში ამ ერთი წლის განმავლობაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენომა აჭარბებს საბჭოთა კავშირის ოფიციალურ დანაკარგებს ავღანეთის ომში 9 წლის განმავლობაში. ამის შესახებ “მედიაზონა“ და BBC-ის რუსული სამსახური წერენ განახლებული მონაცემების შეჯამებისას.
ჟურნალისტებმა ღია წყაროების საშუალებით შეძლეს საომარი მოქმედებების დროს 15 136 რუსის დაღუპვის დადასტურება. საუბარია როგორც სამხედროებზე, ისე სხვა ძალოვანი უწყებების თანამშრომლებზე და „ვაგნერის“ დაქირავებულებზეც.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მონაცემები არაა სრული და რომ დანაკარგების რეალური მაჩვენებელი შეიძლება, იყოს მრავალჯერ მეტი.
დასავლური დაზვერვის შეფასებით, რუსეთის დანაკარგები დაღუპული და დარილი სამხედროების ჩათვლით შეიძლება, მოიცავდეს 200 ათას ადამიანს. ნოემბერში პენტაგონმა განაცხადა, რომ დანაკარგები ორივე მხარეს, რუსეთსა და უკრაინაში, სავარაუდოდ 100 000-ს შეადგენს.


