Accentnews.ge
უკრაინა არასდროს იქნება რუსეთის გამარჯვება! – ბაიდენი

უკრაინა არასდროს იქნება რუსეთის გამარჯვება! – ბაიდენი

24/02/2023 16:14:53 მსოფლიო

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არასოდეს იქნება რუსეთის გამარჯვება.

„დღეს გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში: დიქტატორი, რომელიც ცდილობს იმპერიის აღდგენას, ვერასდროს გაანადგურებს ხალხის თავისუფლების სიყვარულს. სისასტიკე ვერასდროს გატეხს თავისუფალთა თავისუფლებას. და უკრაინა არასდროს იქნება რუსეთის გამარჯვება. არასდროს! “, - დაწერა მან Twitter-ზე

20 თებერვალს ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია კიევს. უკრაინის დედაქალაქში ვიზიტისას მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოხადდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბელარუსის აეროდრომიდან მოიერიშე თვითმფრინავი აუშვა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. ომს უკვე ემსხვერპლა უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა.

უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

უკრაინა და რუსეთი არ ასახელებენ დაღუპული სამხედრო პირების რაოდენობას. დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკლული და დაჭრილია 200 000-მდე რუსი სამხედრო. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S