Accentnews.ge
ზელენსკი – რუსულმა რევანშიზმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი, ლატვია და საქართველო

ზელენსკი – რუსულმა რევანშიზმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი, ლატვია და საქართველო

24/02/2023 12:25:09 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უნდა დაივიწყოს საკუთარი მიზნები კიევის, ვილნიუსის, ლატვიის, საქართველოსა და ყველა იმ სხვა ქვეყნის შესახებ, რომელსაც ემუქრება. ამის შესახებ მან ქალაქ კაუნასში საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებისთვის ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

"რუსულმა რევანშიზმმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი და ვილნიუსი, კიშინიოვი და ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში და ესტონეთში, საქართველოში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომელსაც ახლა ემუქრებიან რუსი მკვლელები. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ გვაქვს ეს ისტორიული შანსი", – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. ომს უკვე ემსხვერპლა უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა.

უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

უკრაინა და რუსეთი არ ასახელებენ დაღუპული სამხედრო პირების რაოდენობას. დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკლული და დაჭრილია 200 000-მდე რუსი სამხედრო. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგი.

რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S