Accentnews.ge
მედია – რუსეთის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გამოჩნდა, დააკავეს აქტივისტები

მედია – რუსეთის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გამოჩნდა, დააკავეს აქტივისტები

24/02/2023 09:34:14 მსოფლიო

რუსეთის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გამოჩნდა. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ყაზანში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ლენინის ბაღში დანგრეული უკრაინული ქალაქების სურათები და ომის საწინააღმდეგო პლაკატები მიიტანეს.

ტომსკში გამოჩნდა უკრაინისადმი სოლიდარობის სპონტანური მემორიალი. ამავდროულად, პოლიციამ დაიწყო მორიგეობა ქალაქის იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე წასვლა შეუძლია.

ხაბაროვსკში დააკავეს აქტივისტი, რომელიც ომის წლისთავზე პიკეტზე წავიდა.

ვლადივოსტოკში ასევე დააკავეს პიკეტის მონაწილე პირი პლაკატით "ნუ იბრძვი". როგორც ცნობილია, ორივე აქტივისტი პოლიციიდან ოქმის შედგენის გარეშე გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S