Accentnews.ge
ნულანდი: "აშშ კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე მსჯელობს"

ნულანდი: "აშშ კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე მსჯელობს"

24/02/2023 06:39:43 მსოფლიო

ვაშინგტონი განიხილავს უკრაინის მეოთხე ან მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავებით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა The Washington Post-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დიპლომატმა განმარტა, რომ სავარაუდო გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება კიევის საჭიროებების შეფასების შემდეგ მიიღება.

უკრაინამ ადრე დასავლეთის ქვეყნებს საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებისკენ მოუწოდა. საუბარი შეეხებოდა F-16 გამანადგურებლებზე, რომლებიც მეოთხე თაობის თვითმფრინავებს განეკუთვნებიან. ექსპერტების უმეტესობის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა უკრაინისათვის მეხუთე თაობის გამანადგურებლების (F-22 Raptor და F-35) მიწოდება. ამ დრომდე უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავი არც ერთ ქვეყანას არ გადაუცია.

9 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპელი ლიდერი გამოთქვამს მზადყოფნას უკრაინისთვის გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდებაზე.

ორ დღეში სლოვაკეთმა განაცხადა, რო განიხილება უკრაინისთვის მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებაზე მოლაპარაკებების შესაძლო დაწყება მას შემდეგ, რაც კიევმა სლოვაკეთის მთავრობას საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების თხოვნით ოფიციალურად მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S