
ევროპული საბჭოს წევრები: "ვიზრუნებთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, მანამდე არ დავისვენებთ"
23/02/2023 19:44:48 მსოფლიო
ევროპული საბჭოს წევრები უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავცელებენ და აღნიშნავენ, რომ იზრუნებენ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.
"ჩვენ ვიზრუნებთ, უკრაინამ გაიმარჯვოს, რათა დაცული იყოს საერთაშორისო სამართალი, აღდგეს მშვიდობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა აღდგეს და აღსრულდეს სამართლიანობა. მანამდე ჩვენ არ დავისვენებთ.. ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, მათ შორის, ევროპული ინდუსტრიისგან სწრაფი, კოორდინირებული შესყიდვებით. ასევე, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის რეკონსტრუქციას, რისთვისაც მივისწრაფვით, გამოვიყენოთ გაყინული რუსული აქტივები ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით კოლექტიურ ზეწოლას რუსეთზე მისი აგრესიული ომის დასასრულებლად", – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ამ მიზნით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს მიიღებენ.